საოჯახო სავაჭრო - გასართობი ცენტრი „G & G” მდებარეობს ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში , რომელიც გაიხსნა 2015 წლის გაზაფხულზე.
უნიკალური არქიტექტურა, კლიმატ კონტროლი, უფასო Wi-Fi, უფასო ავტო პარკირება, კომფორტული გარემო და კეთილგანწყობილი პერსონალი უქმნის მომხმარებელს სასიამოვნო განწყობას.
სავაჭრო ცენტრი მოპირკეთებულია ნატურალური ინდური ქვით , აღჭურვილია იტალიური წარმოების ლიფტებით AXEL , ესკალატორებითა და პანდუსებით, რომელიც კომფორტულ გარემოს ქმნის და უზრუნველყოფს შეუფერხებელ ვიზიტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. შენობის სამხრეთ ფასადზე მოწყობილია ხმოვანი მონიტორი 4 X 12 მ-ზე , სადაც ხდება კინოფილმების სეანსების განრიგის ჩვენება , ვიზიტორთა ინფორმაციისთვის. სავაჭრო ცენტრის აღმოსავლეთ მხარეს არის საცურაო აუზი მცურავი შადრევნით.
პირველ სართულზე განთავსებულია ცნობილი ბრენდების:  KOTON და FLO მაღაზიათა ქსელი, აგრეთვე ქართული სამზარეულოს რესტორანი „ ქალაქური“ , სადაც შესაძლებელია უგემრიელესი ნაციონალური კერძების დაგემოვნება.
მეორე სართულზე არის ბავშვთა გასართობი ცენტრი , სადაც შესაძლებელია დაბადების დღის აღნიშვნა და დაუვიწყარი დღესასწაულის მოწყობა ნათესავებისა და მეგობრებისთვის.
მესამე სართულზე განთავსებულია ერთადერთი მრავალდარბაზიანი კინოთეატრი , შექმნილი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით , რომელიც მზად არის მიიღოს ნებისმიერი ასაკის მაყურებელი. კინოთეატრში არის ექვსი კინო დარბაზი , მათ შორის არის ორი VIP - დარბაზი , ორი 130 ადგილიანი და ორი კინო დარბაზი 67 ადგილით . ყველა კინო დარბაზი აღჭურვილია “FIGUERAS” -ის ფირმის კომფორტული ესპანური სავარძლებით . კინოთეატრის ტერიტორიაზე არსებულ კაფე - ბარში შესაძლებელია დაგემოვნება სხვადასხვა სახეობის პოპკორნის, ცივი და ცხელი სასმელების, შექმნილია საბავშვო გასართობი ზონა სადაც შესვლა უფასოა.